რეზონანსი
11.04.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს. ნეთანიაჰუმ ესპანეთი დიპლომატიური ომი წარმოებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ვინც ისრაელის სახელმწიფოს ესხმის თავს ტერორისტული რეჟიმების ნაცვლად, ის არ იქნება მათი პარტნიორი რეგიონის მომავალთან დაკავშირებით:

„ესპანეთმა ცილი დასწამა ჩვენს გმირებს - ცაჰალის (ისრაელის თავდაცვის ძალების) ჯარისკაცებს, მსოფლიოს ყველაზე მორალური არმიის მებრძოლებს. ამიტომ, მე მივეცი მითითება, რომ ესპანეთის წარმომადგენლები გაეყვანათ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან მას შემდეგ, რაც ესპანეთმა არაერთხელ აირჩია ისრაელის წინააღმდეგ დგომა. 

ვინც ისრაელის სახელმწიფოს ესხმის თავს ტერორისტული რეჟიმების ნაცვლად, ის არ იქნება ჩვენი პარტნიორი რეგიონის მომავალთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ ავიტანო ეს თვალთმაქცობა და მტრობა. არც იმას ვაპირებ დავუშვა, რომ რომელიმე ქვეყანამ ჩვენს წინააღმდეგ დიპლომატიური ომი აწარმოოს ისე, რომ ამისთვის მყისიერი ფასი არ გადაიხადოს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×