რეზონანსი
11.04.2026

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ "ნაცასკარიდები" - თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, ეს არის დაუფარავი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და კანონით უნდა დაისაჯოს.

„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ "ნაცასკარიდები" - თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში.

ეს არის დაუფარავი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც მხოლოდ მხილება-დაგმობით არ უნდა შემოიფარგლოს, კანონმა უნდა იკანონოს! უსამშობლოების მონაწილეობით ღიად ჩაატარეს Hudson-ის რაღაც "კვლევა" ("მოსკოვის მექანიზმის" მსგავსად შეთითხნილი) და... საქართველოში თურმე 50 ირანული კომპანია დარეგისტრირდა, თითქოს ამ "მასობრივად" "ირეცხება" ისლამური რესპუბლიკის ფული და ა.შ.

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-"ტაივანჩიკები" და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი "შპანა" კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია.“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×