
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა „საკმაოდ მალე" არის მოსალოდნელი, თუმცა, აღნიშნა, რომ პროცესი მარტივი არ იქნება და საერთაშორისო ჩართულობას საჭიროებს. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანა მზად არის დახმარებისთვის, პარალელურად კი ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკების ფონზე კონფლიქტის დასრულების გზებს განიხილავს.
როიტერსის ინფორმაციით, აშშ- ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტის „საკმაოდ მალე" გახსნას გეგმავს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა ნაბიჯებით მოხდება ეს. აღნიშნა, რომ პროცესი მარტივი არ იქნება.
- დონალდ ტრამპი: „მე ვესაუბრე ბიბის (ბენიამინ ნეთანიაჰუ) და ის უფრო თავშეკავებულად იმოქმედებს"
მისივე თქმით, დახმარებისთვის სხვა ქვეყნებიც მზად არიან, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებიც სთავაზობენ დახმარებას, თუმცა არცერთი ქვეყანა არ დაუსახელებია. „სრუტეს სხვა ქვეყნებიც იყენებენ, ამიტომ უკვე გვიერთდებიან სხვა ქვეყნებიც და ისინი დაგვეხმარებიან." „ეს მარტივი არ იქნება... თუმცა ასე ვიტყოდი -ჩვენ სრუტეს საკმაოდ მალე გავხსნით."- აღნიშნა აშშ- ს პრეზიდენტმა.
ამ განცხადებას ორი დღით ადრე, ტრამპის ენბისისთან გაკეთებული ინტერვიუ უძღოდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ ის „ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი", რათა ირანში ომი მალე დასრულდება. მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით დიპლომატიური დელეგაციაც პაკისტანში, უმაღლესი მოლაპარაკებებისთვის, ემზადება, რომლებიც მიზნად თითქმის ექვსკვირიანი კონფლიქტის დასრულებას ისახავს.
ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის ლიდერები „სრულიად განსხვავებულად საუბრობენ შეხვედრებზე, ვიდრე პრესასთან" საინტერესო დეტალია, რომ ოთხშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში, აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს სთხოვა, შეემცირებინა იერიშები, რათა ხელი შეეწყო მომავალი მოლაპარაკებების წარმატებისთვის, -განაცხადა თეთრი სახლის ორმა მაღალჩინოსანმა "ენბისი ნიუსთან".
გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ტრამპის ეს ოპტიმიზმი შესაძლოა იმითაც იყოს განპირობებული, რომ ისრაელი იერიშებს შეამცირებს. ტრამპმა მოგვიანებით დაადასტურა ეს საუბარი და თქვა, რომ ისრაელი ლიბანში სამხედრო ოპერაციებს „ამცირებს" „მე ვესაუბრე ბიბის და ის უფრო თავშეკავებულად იმოქმედებს. ვფიქრობ, ცოტა უფრო მშვიდად უნდა ვიყოთ,"- განაცხადა მან.
მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც მსგავსი შეფასება გააკეთა, როდესაც უნგრეთში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისრაელმა შესაძლოა „ცოტა თავი შეიკავოს" ლიბანში მიმდინარე შეტევებისგან. მისი თქმით, ირანის მხარე „ყველაფერზე თანხმდება, რაზეც შეთანხმება აუცილებელია". ტრამპმა ასევე დასძინა რომ ირანი „დაპყრობილია" და „მათ აღარ აქვთ სამხედრო ძალა".
შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანს სამხედრო შესაძლებლობები დასუსტებული აქვს, ტრამპი გასულ კვირაშიც ამბობდა, რომ ორანს მოლაპარკებები სურდა, თუმცა ირანულმა მხარემ აშშ- ს ეს განცხადება "ფეიქ ნიუსად" - ყალბ ახალ ამბავად, შეაფასა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს საჯაროდ არ მიუნიშნებია, რომ სამხედრო იერიშების შემცირებისთვის მზად არის, თუმცა, მან ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა გეგმავს „პირდაპირ მოლაპარაკებებს ლიბანთან".
ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბანდი აცხადებს, რომ გასულ კვირას ბეირუთში არსებობდა შიში, რომ ლიბანი შესაძლოა აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ნებისმიერი მოლაპარაკებებიდან გამორიცხულიყო. მისი თქმით, მოსახლეობაში იყო ძლიერი უკმაყოფილება ყველა მხარის მიმართ: „იყო დიდი ბრაზი ჰეზბოლას მიმართ, რადგან მათ ლიბანი ომში ჩაითრიეს; ბრაზი ისრაელის მიმართ დარტყმების გამო; ბრაზი აშშ-ის მიმართ ომის დაწყების გამო და ბრაზი საკუთარი მთავრობის მიმართ, რადგან მას არ აქვს უნარი რამე შეცვალოს," - თქვა მილიბანდმა NBC News-თან საუბარში.
თეირანის მიერ სრუტის ბლოკირებამ, რომელიც ირანის ომის დაწყების შემდეგ გაგრძელდა, გლობალური ენერგომომარაგების ისტორიაში ყველაზე მძიმე შეფერხება გამოიწვია. სრუტე წარმოადგენს კრიტიკულ წერტილს, რომლის გავლით მსოფლიო ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% გადის.
ტრამპი ნატოს მოკავშირეების უმოქმედობით უკმაყოფილოა, როიტერსი ხუთშაბათს იუწყებოდა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ევროპულ მთავრობებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სრუტის დაცვისთვის კონკრეტულ ვალდებულებებს ითხოვს. აშშ-მ და ისრაელმა ირანს 28 თებერვალს დაარტყეს. ირანმა საპასუხოდ იერიშები ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე მიიტანა.
აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა ირანზე, ასევე ისრაელის იერიშებმა ლიბანზე, ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. ომმა ნავთობის ფასების ზრდა და გლობალური ბაზრების არასტაბილურობა გამოიწვია.
ტრამპმა სამშაბათს თეირანთან მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ირანის „მთელი ცივილიზაციის განადგურებით" იმუქრებოდა. სრუტეში გემების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია.