რეზონანსი
11.04.2026

„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტით წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში ჩამოაბრძანეს. წმინდა ცეცხლი საქართველოში მომლოცველთა მცირე ჯგუფმა ჩამოიტანა. აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც აღდგომის სადღესასწაულო მსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მეუფეებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.

ზეციური ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე ზუსტად 15:14 საათზე გადმოვიდა. საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა. მანამდე, თეოფილე III სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. შემდეგ იგი განიმოსა. უფლის საფლავზე, დაახლოებით, 15:09 საათზე შევიდა და საფლავი დაიხურა.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×