რეზონანსი
13.04.2026

Forbes Georgia-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს 100 უმ­დიდ­რე­სი მე­წარ­მის სი­ა­ში ქა­ლე­ბის წილი საკ­მა­ოდ მცი­რეა - ასე­ულ­ში მხო­ლოდ 12 ქალ­ბა­ტო­ნი მოხ­ვდა. თუმ­ცა, მათი გავ­ლე­ნა ისეთ სტრა­ტე­გი­ულ სფე­რო­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლე­ბი, მშე­ნებ­ლო­ბა, რი­თე­ი­ლი და გა­ნათ­ლე­ბა, შთამ­ბეჭ­და­ვია.

ქალ­ბა­ტო­ნე­ბის სიას ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი სახე, მაკა ასა­თი­ა­ნი ხსნის, რო­მე­ლიც რე­ი­ტინ­გში მე-12 ად­გილს იკა­ვებს.

სი­ა­ში ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი წევ­რი 90 წლის ლა­უ­რა ლა­რი­ო­ნია, ხა­ტია გოგ­ლი­ძე კი ერ­თა­დერ­თი რე­ი­ტინ­გში, რომ­ლის მი­ლი­ო­ნე­ბის წყა­რო­დაც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როა მი­თი­თე­ბუ­ლი.

მე-12 ად­გი­ლი - მაკა ასა­თი­ა­ნი - 806,56 მლნ ლარი

მაკა ასა­თი­ა­ნი და მისი ოჯა­ხი ფლო­ბენ "მერ­სე­დეს-ბენც ჯორ­ჯი­ას“. გარ­და ავ­ტო­ინ­დუსტრი­ი­სა, ის მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა ენერ­გე­ტი­კა­შიც - კომ­პა­ნია "თრე­იდ სთო­უნ იბე­რი­ას“ მეშ­ვე­ო­ბით ის ყუ­ლე­ვის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლის ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნი­ის 30%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია.

22-ე ად­გი­ლი ნანა არო­ში­ძე - 496,37 მლნ ლარი

ის ქა­ლებს შო­რის მე­ო­რე ად­გილ­ზეა და სამ­შე­ნებ­ლო გი­გან­ტის, "ანა­გის“ 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 1989 წელს და­არ­სდა, დღეს ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დე­ვე­ლო­პე­რია.

47-ე ად­გილს იკა­ვებს დალი ურუ­შა­ძე - მისი ქო­ნე­ბა 242,99 მლნ ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი

დალი ურუ­შა­ძე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "რიკო ექ­სპრე­სის“ სრუ­ლი მფლო­ბე­ლია. მისი ბიზ­ნე­სი 56 ფი­ლი­ალს აერ­თი­ა­ნებს და ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში ქა­ლე­ბის მიერ მარ­თუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლია.

59-ე ად­გილს დას­ჯერ­და ნინო ბრეგ­ვა­ძე, 173,51 მლნ ლა­რით

ის პო­პუ­ლა­რუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლის, "ევ­როპ­რო­დუქ­ტის“ 50%-იან წილს ფლობს. კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც ევ­რო­პუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტით და­ი­წყო, დღეს უკვე 40 ფი­ლი­ალს მარ­თავს.

66-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და ნანა ჯა­ნა­შია, 150,42 მლ ლა­რით

ნანა ჯა­ნა­შია ფლობს 19%-ს კომ­პა­ნია "ბეთ­ლა­ივ­ში“. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პლატ­ფორ­მა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს ონ­ლა­ინ­ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი­სა და კა­ზი­ნოს სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს. ის 44 წლი­საა და ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდაა რე­ი­ტინ­გში.

75-ე ად­გილ­ზე გა­სულ ლა­უ­რა ლა­რი­ო­ნის ქო­ნე­ბა 121,56 მლნ ლა­რია

ქალ­ბა­ტო­ნი ლა­უ­რა Forbes-ის სიის ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია – ის 90 წლი­საა. ის ფლობს 38%-ს კომ­პა­ნია "პეის ჯორ­ჯი­ა­ში“ (Pace Georgia). ეს კომ­პა­ნია 1993 წლი­დან ოპე­რი­რებს და ფო­თის პორ­ტში ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვა­სა და მარ­თვას ახორ­ცი­ე­ლებს, რაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი სფე­როა.

79-ე ად­გი­ლო­სა­ნი თა­ლი­კო ცი­რე­კი­ძე 116,53 მლნ ლა­რის მფლო­ბე­ლია

86 წლის თა­ლი­კო ცი­რე­კი­ძე "ნი­კო­რას“ აქ­ცი­ე­ბის 10%-ს ფლობს. "ნი­კო­რა“ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს უმ­სხვი­ლე­სი სა­სურ­სა­თო ქსე­ლია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ბრენ­დებს: "ლიბ­რე“, "ნუ­გე­ში“ და სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს. რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, ეს ქვეყ­ნის მე-4 ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი კომ­პა­ნი­აა.

84-ე ად­გილ­ზე მოხ­ვდა ხა­ტია გოგ­ლი­ძე, მისი ქო­ნე­ბა 106,11 მლნ ლა­რია

ხა­ტია გოგ­ლი­ძე სი­ა­ში ერ­თა­დერ­თი ქა­ლია, რომ­ლის ქო­ნე­ბის წყა­როდ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო სა­ხელ­დე­ბა. ის ფლობს "კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ აქ­ცი­ე­ბის 93%-ს და არის ამა­ვე სას­წავ­ლებ­ლის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი. უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1998 წელს მის­მა მე­უღ­ლემ, კახა შენ­გე­ლი­ამ და­ა­არ­სა.

92-ე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი თეა კა­კა­ბა­ძის ქო­ნე­ბა 91,45 მლნ ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა

თეა კა­კა­ბა­ძე 29%-იან წილს ფლობს კომ­პა­ნია "ალ­ტა­ში“ (Alta). 1997 წლი­დან "ალტა“ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის ბაზ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თა­მა­შეა და დღეს სა­ქარ­თვე­ლოს 7 ქა­ლაქ­ში 16 დიდ მა­ღა­ზი­ას მარ­თავს.

93-ე ად­გი­ლო­სა­ნი ნანი ან­დი­აშ­ვი­ლია, 90,33 მლნ ლა­რით

"აი სი არ“ ჯგუფ­ში (ICR) 25%-ის მფლო­ბე­ლია. ეს არის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ჰოლ­დინ­გი სა­ვაჭ­რო სფე­რო­ში, რო­მე­ლიც 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს და უამ­რავ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დს (ფეხ­საც­მე­ლი, ტან­საც­მე­ლი, ავე­ჯი) აერ­თი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე.

98-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და მაკა სა­ლუქ­ვა­ძე, 80,93 მლნ ლა­რით

ის "ნი­კო­რას“ (სს "ნი­კო­რა“) 6%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ "ნი­კო­რა“ ის იშ­ვი­ა­თი კომ­პა­ნი­აა Forbes-ის სი­ა­ში, რომ­ლის მფლო­ბელ­თა შო­რი­საც ორი ქა­ლია (თა­ლი­კო ცი­რე­კი­ძე და მაკა სა­ლუქ­ვა­ძე).

99-ე ად­გი­ლით, ქა­ლე­ბის სიას ირი­ნე ქო­საშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს, 80,60 მლ ლა­რით

ირი­ნე ქო­საშ­ვი­ლი ფლობს "გუდ­ვი­ლის“ 95%-ს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლია. დღეს ქსე­ლი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში 8 დიდ ფი­ლი­ალს აერ­თი­ა­ნებს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×