
რუსული მედიის ინფორმაციით, წყლის სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურომ რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება მისცა.
„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება წყლის სპორტში სამართლიანობის უზრუნველყოფის განყოფილებასთან და სპორტსმენთა კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
2022 წლის თებერვალში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია გაუწია რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ. ორგანიზაციების დიდმა უმრავლესობამ აკრძალვები დააწესა. კომიტეტმა მოგვიანებით მოითხოვა სანქციების შემსუბუქება და მათთვის ტურნირებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება.