რეზონანსი
13.04.2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანის პორტებში შემავალი და გამავალი გემების ბლოკადა დღეს, დათქმულ დროს ამოქმედდება.

მათივე ცნობით,  ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე შევა ან გამოვა მომავალი ბლოკადის არეალში, დაექვემდებარება დაკავებას, გადამისამართებას და დატყვევებას.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ბლოკადა გავრცელდება ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, დროშის მიუხედავად.

„ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე შედის ან გამოდის ბლოკადის არეალიდან, ექვემდებარება დაკავებას, გადამისამართებას და დატყვევებას. ბლოკადა არ შეაფერხებს ნეიტრალურ სატრანზიტო გავლას ჰორმუზის სრუტით არაირანული დანიშნულების (ან ის, რომელიც ირანს არ ეკუთვნის) ადგილებიდან.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 13 აპრილს, შტატების დროით  დილის 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×