
ტელეწამყვანი და მსახიობი, 3 შვილის დედა ნანუკა გულუა „კულინარიულ დუელში" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც დედამთილის შესახებ ჰყვება.
„ჩემი დედამთილი ისეთი ქალია, მის თვალს არაფერი გამოეპარება, რაც ნამდვილი არ არის, ამიტომ ძალიან ვუყვარვარ. იმერელია, ხუციძე. ორივე მორიელები ვართ, ნოემბერი ჩვენი თვეა - მეოჯახეები და სამართლიანები, ტკბილი და კარგი ხასიათის... პირველი შეხვედრა მოხდა მაშინ, როდესაც მე და კახა ჯერ კიდევ მეგობრები ვიყავით. სახლში დამპატიჟა სტუმრად და მივედი. სხვათა შორის, არ ვიყავი ფხიზელი... დედას გეფიცები, ნასვამი ვიყავი, შეჭრიკინებული შევედი...
ეს არსად არ მომიყოლია, ახლა გამახსენდა... ისე დამხვდა, გემრიელად. ბევრი ვილაპარაკეთ, მე გამოვფხიზლდი ამ საუბარშიც და ისე ვილაპარაკეთ, არაგაპრანჭულად იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობრის დედა იყო და მე მისი შვილის მეგობარი. მეორე შეხვედრა უკვე იყო, კახამ რომ მეუღლედ წარმადგინა. მაშინ იყო მისი სიტყვები და დალოცვა, არასოდეს დამავიწყდება...", - ჰყვება ნანუკა გულუა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე