რეზონანსი
14.04.2026

ირანის ხელისუფლება, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვით, ეკონომიკური ტერორიზმის აქტს ახორციელებს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

ჯეი დი ვენსის თქმით, თუ ირანელები ეკონომიკურ ტერორიზმში იქნებიან ჩართულნი, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს, რომ სრუტიდან ირანული გემებიც ვერ გავიდეს.

„ისინი (ირანელები) ფაქტობრივად ნებისმიერ გემს დაემუქრნენ, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი გვაჩვენა, რომ ეს თამაში ორივე მხარეს შეუძლია. ირანელები ეკონომიკური ტერორიზმით თუ ცდილობენ ჩვენთვის ზიანის მიყენებას, ჩვენ ერთი მარტივი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ: ირანული გემებიც ვერსად გავლენ“, - აღნიშნა ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×