რეზონანსი
14.04.2026

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. წყალქვეშა კაბელის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ენერგიის ექსპორტს ევროკავშირში, მაგრამ ამასთანავე, გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას. ძალიან დიდ მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ზოგადად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს. სწორედ ამის დასტურია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×