რეზონანსი
14.04.2026

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×