
ოფიციალური დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ადასტურებს. მწვანე ენერგიის წილის გაზრდა, ალტერნატიული წყაროების მოძიება და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება - ევროკავშირისთვის პროექტი ეკონომიკურთან ერთად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელიცაა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მხრიდან პრიორიტეტული სტატუსი
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა, იმ 234 ენერგეტიკულ პროექტებს შორისაა, რომლებსაც ევროკავშირში ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტის სტატუსი მიენიჭათ. პროექტებს ევროკავშირის მხრიდან სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ექნებათ. კვლევებისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად ,,შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი" გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს. პარალელურად, ევროკავშირის ჩართულობა ზრდის ინვესტორების ინტერესსა და ნდობას ამ მასშტაბური პროექტის მიმართ.
ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ დაადასტურა პროექტის მიზანშეწონილობატექნიკურ, გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. საქართველოს შესაძლებლობა ექნება განახლებადი ენერგია ევროპის ბაზარს მიაწოდოს და დამატებითი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი მოწყობა. აშენდება დაახლოებით 1155 კმ სიგრძის წყალქვეშა კაბელი და შესაბამისი სახმელეთო ინფრასტრუქტურა.ევროპის ენერგეტიკულ რუკაზე საქართველო ახალ მნიშვნელობას იძენს. ეს კი დამატებითი ფაქტორია რომელიც თბილისს ევროკავშირისთვის სტრატეგიულ მოთამაშედ აქცევს.