
"ტიკტოკერი" მეუღლის მიერ მოკლული ლუკა დარასელიას დედა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში იქნება სტუმრად. ინგა ესართიასთან ინტერვიუს ანონსი უკვე გავრცელდა, სადაც მოკლული ლუკა დარასელიას დედა, შემზარავ ისტორიას იხსენებს:
„ექიმები ტიროდნენ დაკითხვაზე რომ იყვნენ, ისე გვინდოპდა ამ ბავშვის გადარჩენაო, ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ შანსი არ ჰქონდაო. დღე სასამართლოზე დავდიოდი, ყოველ დღე იქ ვიყავი. ის (თეკლა გერსამია) იყო სასამართლოზე, სულ მიყურებდა და მისგან მე ერთი წამით არ მიგრძვნია სინანული. ეს კი არა, ბოლოს სასამართლო რომ დამთავრდა მომაძახა, გამოვალ მე და გნახავ შენო, არ ჰქონია ერთი წამი სინანული, ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია ლუკას მიმართ...
მე ჩემი შვილი ცოცხალი არ მყავს, მაგრამ მე ის მიხარია და ის შევძელით, რომ კიდევ ერთი მკვლელი გამოაკლდა საქართველოს და კიდევ ერთი დედა გადავარჩინეთ ჩემსავით გამწარებას და შავებში ყოფნას“ -ამბობს მოკლული შვილის დედა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე