
თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.
„ვფიქრობ, აქაც რაღაცნაირად ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო, ნამდვილად, ეკლესიაშიც დავდივარ, აღსარებასაც ამბობ, მამაოც შეიძლება გყავდეს, კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართულ ოცნებაში“ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკლესიასთან, ქრისტიანობასა და უფლის სიყვარულთან კავშირი არ აქვს და მათი ამ ფარისევლობით არავინ მოტყუვდება.