რეზონანსი
15.04.2026

მწერალი ირაკლი კაკაბაძე პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესახებ ჟურნალ "სარკესთან“ საინტერესო ამბებს ჰყვება. ირაკლი მეუფე შიოს ბავშვობისა და ახალგაზრდობის მეგობარია. 

„იმ დროს, როცა მეუფე შიომ ბერობა გადაწყვიტა, მე ამერიკაში ვიყავი. გიო მგელაძემ აიყვანა მონასტერში რემკასთან და ნიკოსთან ერთად. როცა დავბრუნდი, მასთან ურთიერთობა მქონდა, როგორც სასულიერო პირთან. კიდევ და კიდევ უფრო იმაღლებდა განათლებას და ძალიან ბევრს კითხულობდა. არაჩვეულებრივად იცოდა კლასიკური ლიტერატურა და ანტიკური წყაროებიც. ამავე დროს, მის ცოდნას ახასიათებდა სიღრმე. მეუფე შიოს მშობლები უგანათლებულესი ხალხი იყო. მეუფე შიოს მამამ საყდრისი-ყაჩაღიანი აღმოაჩინა! საოცარი ოჯახი ჰქონდა, ერთ-ერთი სამაგალითო მთელ საქართველოში.

ერთხელ შემხვდა ჩემი მეგობრის მეგობარი, რომელმაც ლუციფერელების შეხვედრაზე დამპატიჟა. საინტერესო მეცნიერი და ბოჰემურად ხელოვანი ხალხი იყო იქ. მივეჩვიე იქ სიარულს და მანდვე დავიწყე მარიხუანას მოწევა. ამ პრაქტიკის მერე დამეწყო სერიოზული პარანოიის შეტევები. ისე ცუდად ვიყავი, რომ 15-ჯერ დამემართა შეტევა, როდესაც საერთოდ დავიკარგე და სახლში აღარ ვბრუნდებოდი. სერიოზულად მეგონა, რომ ჩემს ბინაში გამოსხივება იყო და ასე შემდეგ. 

ამის შესახებ რომ მოვუყევი მეუფე შიოს, მან ძალიან ჯანსაღი პასუხი გამცა. რა თქმა უნდა, ტაძარში სიარულია საჭირო და ღმერთის უნდა გჯეროდეს და არა ლუციფერისო. ეს ისედაც ცხადი უნდა იყოს, მაგრამ გარდა ამისა, გირჩევ, კარგი ფსიქოლოგიც ნახო და მარიხუანას თავი დაანებოო. გამიკვირდა, ასეთი სეკულარული პასუხი რომ გამცა. მივედი მარგველას დედასთან, არაჩვეულებრივ ფსიქოლოგ მზია გომელაურთან და მან გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან. მეუფის რჩევა კი ძალიან პრაგმატული და იდეალური იყო ერთდროულად. ლუციფერელებსაც თავი დავანებე, მარიხუანასაც და „იზმენებსაც“. ასე დამთავრდა ეს ამბავი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×