რეზონანსი
15.04.2026

ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა.

„ნაცმოძრაობა“ და მორალი, „ნაცმოძრაობა“ და ეკლესია, ქრისტიანობა, ღმერთი, ერთმანეთთან ასიმეტრიულად განსხვავებული ცნებებია. მათ და კერძოდ ქალბატონ ბოკუჩავას ეს ყველაფერი წარმოუდგენია პოლიტიკური დღის წესრიგის ქულებისთვის დაწერის ნაწილად. ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან, მისივე სიტყვებით, „უღმერთოები და ურწმუნოები“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×