რეზონანსი
15.04.2026

თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის აისერ ჩალიქის სახელობის საჯარო სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და უმისამართო სროლა დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა სროლა ჯერ სკოლის ეზოში დაიწყო, ხოლო შემდეგ შენობაში შევიდა და იქ გააგრძელა.

კაჰრამანმარაშის გუბერნატორის, მიუქერემ უნლუერის განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი - სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ოცმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, აქინ გიურლეკის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ სროლა მოხდა თურქეთის ქალაქ სივერექის ერთ-ერთ საშუალო სკოლაშიც. იქ დაშავდა 16 ადამიანი, ხოლო თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×