რეზონანსი
15.04.2026

პაკისტანის დელეგაცია, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს, ირანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC პაკისტანის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაკისტანის დელეგაციაში შედიან შეიარაღებული ძალების მეთაური, ასიმ მუნირი - რომელიც ტრამპმა მანამდე, როგორც თავისი “ფავორიტი” აღწერა - და შინაგან საქმეთა მინისტრი, მოჰსინ ნაქვი.

ამავდროულად, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი, მისი ადმინისტრაციის თანახმად, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავიდა, “რათა გაცვალოს შეხედულებები რეგიონში არსებულ ვითარებაზე”.

ცნობისთვის, მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანში ჩასული პაკისტანური დელეგაცია ირანულ მხარეს აშშ-სგან მესიჯს და მოლაპარაკებების მეორე რაუნდის თაობაზე გეგმებს გადასცემს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×