
"ადეკვატური და შესაბამისია ის გზავნილები, რომელიც ჩვენს დელეგაციას ექნება როგორც ორმხრივი შეხვედრების დროს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლისას," - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება.
ქართული დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის 152-ე სხდომას დაესწრება, რომელშიც 157 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.
"მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს მსოფლიოს აქვს - მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის რყევასთან მიმართებით, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთვის, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მესიჯი დამსწრე საზოგადოებისთვის იქნება იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველოს აქვს ამ ძალიან რთულ და ტურბულენტურ პერიოდში," - განაცხადა მაია ბითაძემ.