რეზონანსი
16.04.2026

ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თეკლა გერსამია დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.

ლუკას დედა ინგა ესართია ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც თავის ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიაზე ღიად საუბრობს.

„ჩემს შვილზე ადვოკატების მხრიდან იმდენ ტყუილს მოვუსმინე, რაც არ ყოფილა. ჩემი შვილის ჭრილობა ვნახე, გულზე, ექსპერტიზის სურათებიც, თუმცა სასამართლოში მაინც ჩუმად ვტიროდი, რომ არ ეფიქრათ, თითქოს თავს ვაცოდებდი ნაფიც მსაჯულებს. 20000-მდე ვიდეო ჰქონიათ ლუკას და მაგას, ჩემი შვილი როგორ ცეკვავს, როგორ უმღერის. ამ ყველაფერს გავუძელი, რათა სიმართლე დამტკიცებულიყო და კიდევ სხვისი შვილიც არ გამწარებულიყო“, - საუბრობს ლუკა დარასელიას დედა. 

აღსანიშნავია, რომ თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ვერსია ლუკა დარასელიას თვითმკვლელობაა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×