რეზონანსი
16.04.2026

ევროპას შესაძლოა, მხოლოდ დაახლოებით ექვსი კვირის სამყოფი საავიაციო საწვავი დარჩა, – ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა „ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ირანის ომის გამო ნავთობის მიწოდება კვლავ შეფერხებული თუ იქნება, შესაძლებელია, მალე ფრენების გაუქმებაც დაიწყოს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა არსებულ მდგომარეობას ისტორიაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი უწოდა.

მისი განმარტებით, კრიზისი გამოწვეულია ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სხვა მნიშვნელოვანი რესურსების მიწოდების შეწყვეტით.

„ამას გლობალურ ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა ექნება. ეს მდგომარეობა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უარესი იქნება ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციისთვის მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ბიროლიმ.

ფათიჰ ბიროლის თქმით, კრიზისის შედეგი იქნება ბენზინის ფასების ზრდა, გაზის გაძვირება და ელექტროენერგიის მაღალი ფასები.

მისი პროგნოზით, ეკონომიკური ზიანი არათანაბრად გადანაწილდება და ზოგი ქვეყანა სხვებზე მეტად დაზარალდება. ფათიჰ ბიროლიმ განსაკუთრებით გამოყო იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი და ბანგლადეში, როგორც კრიზისის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნები.

„ყველაზე მეტად დაზარალდებიან ის ქვეყნები, რომელთა ხმა ნაკლებად ისმის. ეს ძირითადად განვითარებადი ქვეყნებია აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში,“ – ამბობს ფათიჰ ბიროლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×