რეზონანსი
16.04.2026

არჩევნები არის სწორი გზა, „ლელო“ ამას ამბობდა წელიწად- ნახევრის განმავლობაში და ამას ვიტყვით კვლავ. ამიტომ, მოვემზადოთ, ვიბრძოლოთ, დავამარცხოთ „ქოცური“ რეჟიმი და გავუყენოთ ორბანის გზას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს დემოკრატიული ძალების ნაწილმა დაინახა, რომ არჩევნები არის სწორი გზა, რასაც „ლელო-ძლიერი საქართველო“ მიესალმება.

„ეს ვითარება არის ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტიევროპული. ეს ვითარება არის მხოლოდ „ქოცების“ ინტერესში, ეს არ არის არცერთი ქართველის ინტერესში და პირიქით, ყველა ქართველის სოციალური, ეკონომიკური და ევროინტეგრაციული მომავალი არის დაზარალებული. ყველა ქართველი კარგავს შანსს და შესაძლებლობას იმ რაღაცების გამო, რასაც „ქოცური“ რეჟიმი სჩადის. თვითონ გამდიდრდა, გაპოხილი არის კორუფციული ფულით მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი შიმშილობს. ეს არ არის ვითარება, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს და არ არის ვითარება, რომელიც ვინმეს ინტერესებშია. ამიტომ, ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა წინ. ახალი არჩევნების გარეშე ამ ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. აქვე მინდა გამოვხატო ჩემი სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ გამონათებას, როგორც იქნა, საქართველოს დემოკრატიული ძალების ნაწილმა დაინახა, რომ არჩევნები არის სწორი გზა წინ, მივესალმები ამ გამონათებას. ჩვენ სამწუხაროდ, ვნახეთ ძალიან დიდი საარჩევნო ნიჰილიზმი, მათ შორის გასული წლის შემოდგომაზე, რამაც აზარალა ეს ქვეყანა და ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე ქართული ქალაქის მიტაცებას. ახლა ვხედავთ გამონათებას. როგორც ჩანს, უნგრეთის მაგალითი აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს შეეცვალა საკუთარი ნიჰილისტური დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით. ეს სწორია მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულია - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. ამიტომ, მივესალმები მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის ახლებურ ხედვას და შეცვლილ პოზიციას, არჩევნები არის სწორი გზა, „ლელო“ ამას ამბობდა წელიწად ნახევრის განმავლობაში და ამას ვიტყვით კვლავ. ამიტომ, მოვემზადოთ, ვიბრძოლოთ, დავამარცხოთ „ქოცური“ რეჟიმი და გავუყენოთ ეს რეჟიმი ორბანის გზას“, - განაცხადა გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×