
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტას დონალდ ტრამპის თხოვნით დათანხმდა. ინფორმაციას The times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუ მინისტრების მოთხოვნას, რომ აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კენჭისყრა ჩატარებულიყო, არ დათანხმდა.
"როდესაც ისრაელის უდიდესი მეგობარი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენთან მჭიდრო კოორდინაციაში მოქმედებს, ისრაელი მასთან თანამშრომლობს," - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის პერიოდში, რომელიც ამაღამ უნდა დაიწყოს, დარჩებიან იმ "სტრატეგიულ წერტილებზე", რომლებსაც ამჟამად აკონტროლებენ.