
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს "ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ".
ეს განცხადებები კამერუნში გაჟღერდა, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მას სოციალურ ქსელში შეუტია. პირველმა ამერიკელმა პაპმა, დაგმო ის ლიდერებიც, რომლებიც რელიგიურ ენას ომების გასამართლებლად იყენებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ომის ოსტატები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ განადგურებას მხოლოდ ერთი წამი სჭირდება, აღდგენისთვის კი ხშირად მთელი სიცოცხლეც არ არის საკმარისი. ისინი თვალს ხუჭავენ იმ ფაქტზე, რომ მილიარდობით დოლარი იხარჯება მკვლელობებსა და ნგრევაზე, მაშინ როცა განკურნების, განათლებისა და აღდგენისთვის საჭირო რესურსები არსად ჩანს," - განაცხადა რომის პაპმა.