რეზონანსი
17.04.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება.

"ირანთან შეთანხმებას ვდებთ და ეს კარგი შეთანხმება იქნება, ეს იქნება შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი განცხადება, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. მოდით, ვიყოთ გულახდილები, 20 წლიანი ლიმიტი არ არსებობს. ვფიქრობ, შანსი გვაქვს და თუ ეს მოხდება, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა, ფასები მნიშვნელოვნად დაეცემა, ინფლაცია მნიშვნელოვნად დაეცემა. ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×