
„ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს, ნიკა ობოლაძეს პასუხობს და წერს, რომ ისიც ავტოკრატიის პროდუქტია, რადგან ხან „მიშას სასიამოვნოს ლაპარაკობს, ხან - ხაზარაძის, ხან - ბიძინას და ტივტივებს“.
„მე ვფიქრობ, მართლა არ ესმის წარმომადგენლობითი პოლიტიკური პროცესის არსი და ვერ იგებს, რომ მიშა თავისი ამომრჩევლის გვერდითაა, სანამ ყავს ამომრჩეველი. ანუ ზუსტად იმიტომაა ალიანსში ყველა - და იმიტომ შეუძლია ყოფნა ყველას - ვისაც ამომრჩეველი ყავს წინააღმდეგობაში, რატომაც ბიძინას ვერჩი, რატომაც ოლიგარქიულ ტელეკლოაკებს ვერჩი! და სანამ ეს ამომრჩეველი წინააღმდეგობის პროცესშია, ამ ამომრჩეველს უნდა ყავდეს თავისი წარმომადგენელი პროცესში, მიუხედავად იმისა, მე როგორი აზრის ვარ მასზე.
ვერ იგებს იმიტომ, რომ ავტოკრატიის ექსკრემენტია და წარმომადგენლობითი დემოკრატიის არსი არ ესმის. არც უსწავლია, არც გამოუცდია, ვერც ხედავს, და არც სინდისი აქვს, რომ კეთილსინდისიერებისკენ და შესწავლისკენ უბიძგოს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მანამდე, ნიკა ობოლაძემ თამარ ჩერგოლეიშვილზე დაწერა: „რა პასუხი უნდა გამცეს, როცა აზრი არ შეუცვლია მოსაზრებაზე რომ „თუ მიშას არ კოცნი გენიტალიებზე, ისე მის გვერდით პოლიტიკურად ვერ იარსებებ“. და ახლა თავად არსებობს მიშას გვერდით პოლიტიკურად, როგორც ალტერნატივის ნაწილი“.