რეზონანსი
17.04.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად თავისუფალი იქნება.

არაღჩის თქმით, სრუტეში გავლა ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით განხორციელდება.

„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გასასვლელი სრულად ღიად გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ უკვე გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით“, - დაწერა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×