
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
„ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად არის გახსნილი და მიმოსვლისთვის მზადაა. მადლობა!“, - დასწერა ტრამპმა.
„ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია და მზად არის ბიზნესისა და სრული გატარებისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება და იმოქმედებს მხოლოდ ირანთან დაკავშირებით, იქამდე, სანამ ირანთან ჩვენი გარიგება 100%-ით არ დასრულდება. ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან ძირითადი საკითხების უმეტესობა უკვე შეთანხმებულია“, - დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფონზე ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.