რეზონანსი
17.04.2026

ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ნავთობი გაიაფდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ლონდონის ბირჟაზე ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 88 დოლარამდე დაეცა. ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია 2026 წლის 11 მარტის შემდეგ.

ვაჭრობის შედეგად ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი თავდაპირველად 7.7%-ით შემცირდა, შემდეგ კი ერთი ბარელის ღირებულება 87.71 დოლარამდე დაეცა, რაც ვაჭრობის დასაწყისში დაფიქსირებულ ფასთან შედარებით 11.75%-ით ნაკლებია.

მედიის ცნობით, ამჟამად ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 89.39 დოლარად იყიდება. ამასთან, WTI მარკის ნავთობის 2026 წლის ივნისის ფიუჩერსი ბარელზე 81.52 დოლარი ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×