რეზონანსი
17.04.2026

მინდა სრული გულწრფელობით განვაცხადო, რომ თურქეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ხელშემწყობ ნაბიჯს პირდაპირი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მათ შორის ლიდერთა სამიტს, თუ მხარეები მზად იქნებიან, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის შედეგად გამოწვეული ნგრევა და მსხვერპლი შემაშფოთებელია.

„გვჯერა, რომ ომი დასრულდება მოლაპარაკებების პროცესით, რომელშიც მხარეები სამართლიანად და თანაბრად იქნებიან წარმოდგენილები. მინდა სრული გულწრფელობით განვაცხადო, რომ თურქეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ხელშემწყობ ნაბიჯს პირდაპირი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მათ შორის ლიდერთა სამიტს, თუ მხარეები მზად იქნებიან“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვდეს.

„მზად ვართ თურქეთში ლიდერების შეხვედრისთვის ფორმატში: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი, პრეზიდენტების, ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით. ცოტა ხნის წინ გადავეცით ეს სიგნალი თურქ პარტნიორებს. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ძალისხმევებში,“ - განაცხადა სიბიგამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×