
ამერიკული ყავის კომპანია "სტარბაქსი" საქართველოს ბაზარზე შემოსვლას ეხმაურება.
"გამარჯობა, საქართველო!
აღფრთოვანებულები ვართ, რომ მალე ყავის კულტურის გაზიარების ჩვენს მოგზაურობაში ახალ საინტერესო თავს გავხსნით.
Alshaya Group Avrasya-ს ფარგლებში ჩვენს მზარდ ოჯახს საქართველო შემოუერთდა. ვამაყობთ, რომ ჩვენს "მესამე ადგილის" გამოცდილებას ახალ საზოგადოებას ვთავაზობთ და მთელ რეგიონში ერთიანობას, კავშირსა და ადგილობრივ კულტურას აღვნიშნავთ.
კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში, საქართველო!" - წერს კომპანია.
"სტარბაქს"-ის პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი:
"რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები Alshaya Group-თან და „სტარბაქს“-ის ბრენდი უკვე ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე. ეს იყო ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესი - საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები. დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას".