რეზონანსი
17.04.2026

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გუშაგთა კორპუსმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მკაცრად განსაზღვრა პირობები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა სრუტის გადასაკვეთად.

ნებისმიერი ტიპის ტრანზიტი საჭიროებს გუშაგთა კორპუსის ნებართვასა და კოორდინაციას.

კომერციულ და სამოქალაქო გემებს გადაადგილების უფლება აქვთ მხოლოდ ირანის მიერ სპეციალურად გამოყოფილ და „უსაფრთხოდ მიჩნეულ“ მარშრუტზე.

სამხედრო გემებისთვის სრუტის გადაკვეთა კვლავ კატეგორიულად აკრძალულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×