რეზონანსი
18.04.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს უზბეკ კოლეგასთან და ხელს მოაწერს ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ სამარყანდში, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართ საერთაშორისო ფორუმში, სახელწოდებით - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

აღნიშნულ ფორუმზე, განხილული იქნება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ეუთოს (OSCE), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ინტერპოლის, ევროპოლის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის (UNINCB) ხელმძღვანელი პირები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×