რეზონანსი
18.04.2026

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსულ ნავთობზე მოხსნილი სანქციების მოქმედების რეჟიმი 16 მაისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.

საუბარია რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რომელიც გემებზე უკვე დატვირთული და სარეალიზაციოდ გამზადებულია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა რუსულ ნავთობს სანქციები პირველად ერთი თვით 13 აპრილს მოუხსნა. მაშინ ეს ნაბიჯი აიხსნა იმით, რომ ირანთან დაწყებული ომის გამო ენერგომატარებლებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა და საჭირო იყო მისი შეკავება. შემსუბუქებულ სასანქციო რეჟიმს ვადა 11 აპრილს ამოეწურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×