რეზონანსი
18.04.2026

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს ალიანსიდან არ გაიყვანს. ამის შესახებ რუტემ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვერ ვხედავ აშშ-ის ნატო-დან გასვლის ალბათობას“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს უფრო ძლიერი ევროპა სჭირდება. მისი განცხადებით, თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებაში ცუდი  არაფერია.

„პრეზიდენტი ტრამპი აშკარად იმედგაცრუებულია ნატო-ს ზოგიერთი წევრით და მე მესმის მისი იმედგაცრუება. საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება. ეს გადამწყვეტია ჩვენი შემაკავებელი ძალისა და თავდაცვის შესანარჩუნებლად. უთხარით თქვენს ბანკებსა და საპენსიო ფონდებს, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვაში ინვესტირება. თავდაცვის ინდუსტრია ცენტრალურ როლს ასრულებს, რათა ჩვენ შევძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გასვლას. მან ალიანსის წევრებს „ქაღალდის ვეფხვები“ უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×