რეზონანსი
18.04.2026

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა აშშ-ის ადმინისტრაციის არსებული პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის დღევანდელი ადმინისტრაცია თავისი ქმედებებით მოკავშირეებს სცილდება.

როგორც სტუბმა კანადურ მედიასთან საუბრის დროს თქვა, ერთ დღეს აშშ აღმოაჩენს, რომ მეგობრების გარეშეა დარჩენილი.

„ვფიქრობ, ერთ დღეს შეერთებული შტატები აღმოაჩენს, რომ მარტოა. მე ევროპაში ყველაზე პროამერიკული პრეზიდენტი და ტრანსატლანტიკური ერთობის მხურვალე მხარდამჭერი ვარ. მსურს, რომ ურთიერთობებმა იმუშაოს, მაგრამ აგრეთვე სრულად ვიაზრებ, რომ ასეთი ქცევის შემთხვევაში ადამიანები იტყვიან: „კარგი, თუ ასე მექცევი, მე ეს არ მომეწონება“. ჩვენ ამას ვხედავთ ევროპის, სპარსეთის ყურის ქვეყნების და სხვების შემთხვევაში. იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატების ინტერესებში შედის ის, რომ, თუ მას სურს იყოს მსოფლიოს ერთ-ერთი ჰეგემონი, უნდა ჰყავდეს ახლო მეგობრები და მოკავშირეები“, - განაცხადა სტუბმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×