რეზონანსი
18.04.2026

გუ­შინ თბი­ლის­ში, დი­დუ­ბე­ში, აგ­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე, 39 წლის მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს. მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა „გლო­ბალ მე­დი­ში“ გა­და­იყ­ვა­ნეს.

ცივი ია­რა­ღით დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი ამ დრომ­დე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მე­დი­კო­სე­ბის 24-სა­ა­თი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბა. ექი­მე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დედა „ტვ პირ­ველ­თან“ მისი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს. და­შა­ვე­ბუ­ლი კა­ცის მშო­ბე­ლი წარ­სულ­ში ვინ­მეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს, ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მის შვილს კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან ჰქო­ნია.

„არა­ვის­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია. მე ასე ვიცი, რომ ჩემ­მა შვილ­მა არ იცის, ვინ იყო თავ­დამ­სხმე­ლი. ყვე­ლა­ფერს არ­კვე­ვენ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა ჩემი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა. კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მხრი­და­ნაც და პო­ლი­ცი­ის მხრი­და­ნაც“, - ამ­ბობს დედა.

ცნო­ბი­სათ­ვის, აგ­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, გუ­შინ სა­ღა­მოს, პა­ნაშ­ვიდ­ზე მოხ­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, 39 წლის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ახ­ლობ­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­ვი­და, კორ­პუს­თან მისი თა­ნა­ტო­ლი, 39 წლის პირი დახ­ვდა და ცივი ია­რა­ღით, ყე­ლის არე­ში დაზიანებები მი­ა­ყე­ნა. დამ­ნა­შა­ვე ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. პო­ლი­ცი­ამ გაქ­ცე­უ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა, 39 წლის კაცს გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ქ. დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. რო­გორც გა­ირ­კვა, მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პირი ძვე­ლი მე­გობ­რის დაჭ­რის შემ­დეგ ქა­ლა­ქი­დან გა­იქ­ცა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის ზეს­ტა­ფონ­ში და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მო­ტი­ვად შუ­რის­ძი­ე­ბა სა­ხელ­დე­ბა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×