რეზონანსი
18.04.2026

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის საოპერაციო ცენტრი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შემთხვევა ომანის სანაპიროსთან მოხდა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი ნავი ტანკერს მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. წინასწარი ინფორმაციით, ტანკერს და ეკიპაჟის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ. ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ გუშინ გახსნილი ჰორმუზის სრუტე დღეს ისევ დაკეტა, რადგან აშშ ირანის საზღვაო ბლოკადას განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×