რეზონანსი
18.04.2026

იევში შეიარაღებული თავდამსხმელი რუსეთის არმიის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკია, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ მოსკოვში დაბადებული 58 წლის დიმიტრი ვასილჩენკოვი კიევში ცხოვრობდა. სოციალურ ქსელში იპოვეს მისი ფოტოები რუსული სამხედრო ფორმით. მათივე ცნობით, დიმიტრი ფიგურირებდა პრორუსულ საჯარო გვერდებზე და თანხებს რიცხავდა უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად. 

კიევის ერთ-ერთ რაიონში თავდამსხმელმა გამვლელებს სანადირო თოფიდან ესროლა, რის შემდეგაც სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ამის შემდეგ დაიწყო სპეცრაზმმა შტურმი, რის შედეგადაც თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანია დაღუპული. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილია 10 დაჭრილი, მათ შორის, ერთი ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×