რეზონანსი
18.04.2026

რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დებატები მის ინტერესში არ შედის.

„როგორც ჩანს, ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან დებატებს ვცდილობდი, რაც საერთოდ არ არის ჩემს ინტერესებში“, – განაცხადა პაპმა ანგოლაში ვიზიტის დროს.

ამასთან, პაპმა კვლავ გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც ომებზე მილიარდებს ხარჯავენ და აღნიშნა, რომ მსოფლიოს „მრავალი ტირანი ანადგურებს“.

ცნობისთვის, რომის პაპი ლეო XIV-მ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, იპოვოს გზა ირანის ომის დასასრულებლად. დონალდ ტრამპმა კი, პაპთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია და არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. ამის საპასუხოდ, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მისი მოწოდებები სახარებაზეა დაფუძნებული და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×