რეზონანსი
18.04.2026

45 ქვეყანა, 350 ძალოსანი და ბრძოლა კონტინენტის პირველობისთვის - ბათუმი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ზღვისპირა რეგიონი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მასშტაბური სპორტული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ბოლო, საორგანიზაციო სამზადისი მიმდინარეობს. ინტენსიურ მოსამზადებელ საწვრთნელ პროცესს გადის საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრებიც. ევროპის ჩემპიონატში საქართველოს სპორტის ღირსებას 13 სპორტსმენი დაიცავს.

"2019 წელს, როდესაც ბათუმში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, მაშინ მე სპორტსმენის რანგში წარვდექი ფიცარნაგზე. ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრი იყო - ამ შეჯიბრს ეწოდა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან "მომავლის ჩემპიონატი" და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მოგვბაძა. უკვე ვცდილობთ, რომ 2019 წელს ვაჯობოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესეც გამოგვივა. როგორც ყოველთვის, საკუთარ თავს ვებრძვით ჩვენ, სხვას არავის. ნამდვილად, ყველა შეჯიბრი, რაც საქართველოში ჩატარებულა, იყო საუკეთესო როგორც შედეგების, ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით. დღესაც, მაქსიმალური ხელშეწყობა გვაქვს სახელმწიფოსგან და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველანაირად მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს," - აცხადებს ლაშა ტალახაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×