რეზონანსი
19.04.2026

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებში ხმის უფლებით დაახლოებით 6,5 მილიონი მოქალაქე სარგებლობს.

რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.

თუ ეს მონაცემები დადასტურდება, ეს იქნება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შედეგი, რაც კი რომელიმე პარტიას მიუღწევია, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი გიუროვმა, 13 აპრილს ხმების მოსყიდვისა და მანიპულაციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება დააანონსა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს ქვეყანაში რიგით მერვე საპარლამენტო არჩევნებია.

ასევე, სოფიამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 30 პირი, რომლებიც ხმების მოსყიდვაში არიან ეჭვმიტანილნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×