რეზონანსი
19.04.2026

შაბათს, ორ გემზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა კვლავ შეჩერდა.

Marine Traffic-ის ცნობით, ამ ტერიტორიაზე არსებული გემების უმეტესობა სპარსეთის ყურის სიღრმეში ან ომანის ყურის შედარებით უსაფრთხო წყლებში გადავიდა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საზღვაო ტრანსპორტის ორგანიზაციის ცნობით, შაბათს, ირანულმა ნავებმა სრუტეში გამავალ ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო მეორე გემს "უცნობი ჭურვი" მოხვდა.

ირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გუშინ შეცვალა და განაცხადა, რომ გააგრძელებს სრუტის ბლოკირებას მანამ, სანამ აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×