რეზონანსი
19.04.2026

უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას და მეტ ყურადღებას საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე.

„ეს ყველაფერი ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნა, მეტ ყურადღებას საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ნიშნავს უფრო მძლავრ სოციალურ პაკეტს, რომელი ესოდენ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„Trump organization“-მა ახალი პროექტის - Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×