რეზონანსი
20.04.2026

ირანში მიმდინარე ომის გამო საწვავის შესაძლო დეფიციტის საკითხის განსახილველად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ეროვნული უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოიწვევას გეგმავს.

„ჩვენი მიზანი ნათელია: ბიზნესსა და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაეყრდნონ ისეთი აუცილებელი პროდუქტის მიწოდებას, როგორიცაა დიზელი, ბენზინი და საავიაციო საწვავი“, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, სიტუაცია დაძაბულია, თუმცა ქვეყანას ამჟამად საკმარისი წვდომა აქვს ძირითად საწვავზე და თუ პირობები გაუარესდება, ხელისუფლება შესაბამისად იმოქმედებს.

მერცის მტკიცებით, საწვავის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოიყენებენ.

გერმანიის ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც მთავრობის მინისტრებისა და სექტორული ექსპერტებისგან შედგება, გასულ წელს შეიქმნა ძირითად საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების კოორდინაციის მიზნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×