რეზონანსი
20.04.2026

 აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, მზად არის ირა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას პი­რა­დად შეხ­ვდეს.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი New York Post-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ირა­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, იმის შე­სა­ხებ, რომ თე­ი­რა­ნი პა­კის­ტან­ში აშშ-სთან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რიგ რა­უნდში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ აპი­რებს და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­გეგ­მი­ლია და აშშ-ის დე­ლე­გა­ცია ის­ლა­მა­ბად­ში გა­ემ­გზავ­რა.

"ჩვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა გვქონ­დეს. ამი­ტომ, ვვა­რა­უ­დობ, რომ ამ ეტაპ­ზე თა­მა­შებს არა­ვინ თა­მა­შობს", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ის დე­ლე­გა­ცია ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ჯეი დი ვენ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით პა­კის­ტა­ნის­კენ გზა­შია.

"ისი­ნი ახლა იქ მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან. დღეს სა­ღა­მოს, [ის­ლა­მა­ბა­დის] დრო­ით იქ იქ­ნე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ირა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რის პრობ­ლე­მა არ აქვს.

"თუ მათ შეხ­ვედ­რა სურთ, მე ამის პრობ­ლე­მა არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×