რეზონანსი
21.04.2026

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა.

სააკაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და ტაქტიკას უწუნებს. ოპოზიციური პარტიები კი სააკაშვილს შეთანხმების პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებენ. ერთობლივ განცხადებას ხელს არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“.

„იყო უბრალოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაცია, წარსულზე იყო საუბარი. არავის მიმართ კონფრონტაციული არ ყოფილა და მათ შორის, ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ეს სტატუსი იყო კონფრონტაციული ხასიათის მატარებელი, თუმცა სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ჩასწვდნენ ალიანსში ჩვენი პარტნიორები, რომ უფრო მეტი იაროს ყველა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქვეყნის მასშტაბით და უფრო მეტად ჰქონდეს ახლო კავშირი მოქალაქეებთან“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფალავანდიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×