რეზონანსი
21.04.2026

"დროას" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებს.

მისი თქმით, "დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებთან დამოკიდებულებაში ჩანს რეჟიმის ყველა მანკიერება, მათ შორის, არაადამიანური, უგულო სისტემა, კორუფცია (ბიუჯეტის ფული არის მოსაპარად და არა სასიცოხლო საჭიროებებისთვის), პოლიციის არაადამიანური მიდგომა მშობლების მიმართ, კიდევ ბევრი სხვა". 

ასე იყო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების შემთხვევაშიც. რეჟიმი მათაც უარს ეუბნებოდა მედიკამენტის შესყიდვაზე გაუგონარი მიზეზებით. თუმცა, ოჯახების ბრძოლამ და საზოგადოების მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო. 

მინდა, გულწრფელი სოლიდარობა გამოვხატო იმ მშობლების მიმართ, რომლებიც საკუთარი შვილების გადასარჩენად ბრძოლას არ წყვეტენ. ასეთ მომენტებში ჩანს საზოგადოების რეალური ბუნება, ასეთ მომენტებშია საჭირო სრული და უპირობო მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვის" - წერს ელენე ხოშტარია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×