რეზონანსი
22.04.2026

სამწუხაროდ, ეფექტურ გზად გაიხადეს ზოგიერთებმა პრობლემურ საკითხებზე პარაზიტირება და ემოციური თემებით ქულების ჩაწერა. მათ შორის გამორჩეული მარი მალაზონია არც თუ ისე სასიამოვნო დასანახია - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ექიმ მარი მალაზონიაზე, რომელმაც განაცხადა: „დიუშენის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის - ეს არის წამალი მშობლებისთვის, ეს არის შესაძლებლობა.“ 

ექსპერტის თქმით, ასჯერ და მეტჯერ ითქვა - რომ პრობლემა არაა თანხაში, პრობლემაა მედიკამენტში, რომლის დასაშვებობა მთელ მსოფლიოში სადავო საკითხია. 

„სამწუხაროდ, ეფექტურ გზად გაიხადეს ზოგიერთებმა პრობლემურ საკითხებზე პარაზიტირება და ემოციური თემებით ქულების ჩაწერა. მათ შორის გამორჩეული მარი მალაზონია არც თუ ისე სასიამოვნო დასანახია. ბრეჟნევივით რომ გაუდგამს ფესვები საზოგადოებრივ მაუწყებელში - მაინტერესებს და გასცეს პასუხი საზოგადოებას ამ ლაყაფის ნაცვლად, აგებს კი პასუხს თავად იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც შეიძლება მედიკამენტმა პაციენტს მოუტანოს? როგორ უნდა გადაგძალოს ფეისბუქის ლაიქების სიხარბემ, რომ მსგავსი მტკივნეული თემა საკუთარი პიარისთვის გამოიყენო? ასჯერ და მეტჯერ ითქვა - რომ პრობლემა არაა თანხაში, პრობლემაა მედიკამენტში, რომლის დასაშვებობა მთელ მსოფლიოში სადავო საკითხია!!!“ - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×