რეზონანსი
22.04.2026

ახლახანს შემატყობინეს, რომ რვა ირანელ ქალს, რომლებიც დღეს საღამოს ირანში სიკვდილით უნდა დაესაჯათ, აღარ მოკლავენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ოთხს ქალს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ, ხოლო ოთხს ერთთვიან პატიმრობას მიუსჯიან.

„ძალიან კარგი ამბავია! ახლახანს შემატყობინეს, რომ რვა მომიტინგე ქალს, რომლებიც დღეს საღამოს ირანში სიკვდილით უნდა დაესაჯათ, აღარ მოკლავენ. ოთხი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო ოთხს ერთთვიანი პატიმრობა მიესჯება. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ირანმა და მისმა ლიდერებმა პატივი სცეს ჩემს, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნას და შეწყვიტეს დაგეგმილი სიკვდილით დასჯა“,- წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×